eTwinning STEAM 2 დღიანი სემინარი
eTwinning STEAM 2 დღიანი სემინარი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში შეირჩა ჩვენი სკოლა STEAM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად. პროექტის მიზანია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კეთებით სწავლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. STEAM მიმართულებით შექმნილი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა; პროექტი წაახალისებს სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობებს.
2024 წლის 24 და 25 ივნისს სსიპ ქ. ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში ჩატარდა STEAM eTwinning-ის ტრენინგი თემაზე "STEAM-ის პროეტების დაგეგმა და მეთოდიკა", ტრენერები: დიმიტრი პოპოვი და თეა ღვინიანიძე.
თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, მონაწილე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ადგილზე შევქმენით სხვადასხვა მოდელები და ასევე ერთად დავგეგმეთ სამომავლო აქტივობები მორიგი eTwining პროეტისათვის.






Comments
Post a Comment