გლობალური სკოლების პროგრამა (Global School Program)
გლობალური სკოლების პროგრამა
გლობალური სკოლები არის გაეროს მდგრადი განვითარების (SDSN- Sustainable Development Solutions Network) გლობალური კვლევისა და პოლიტიკის ქსელი, რომელიც შეიქმნა გაეროს გენერალური მდივნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და პარიზის კლიმატის შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად. გლობალური სკოლების მისიაა შექმნას სამყარო, სადაც ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლე აღჭურვილი იქნება ცოდნით, ღირებულებებითა და უნარებით, რომლებიც აუცილებელია ამ საუკუნის უდიდეს გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის და მდგრადი და წარმატებული სამყაროს ჩამოყალიბებისთვის. გლობალური სკოლების პროგრამა მუშაობს საერთაშორისო დონეზე, რათა მხარი დაუჭიროს სკოლებსა და პედაგოგებს ინფორმირებული ტრენინგებითა და ლოკალიზებული საკლასო რესურსებით, რათა მოხდეს მდგრადი განვითარების ინტეგრირება სკოლის სასწავლო გეგმებში, მოქმედებებსა და აქტივობებში.
გლობალური სკოლები (GS) არის მონაცემებზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლებს ცოდნითა და რესურსებით, რათა ხელი შეუწყონ ESD (Education for Sustainable Development) მათ სკოლებსა და კლასებს. ამისათვის გლობალური სკოლებმა შეიმუშავა მასწავლებელთა მომზადების მეთოდოლოგია სახელწოდებით გლობალური სკოლების ადვოკატთა პროგრამა. ეს პროგრამა უზრულველყოფს მასწავლებლებს ტრენინგებითა და შესაბამისი რესურსებით, რათა გარდაქმნას პედაგოგიკა და ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების წიგნიერებას კლასებში.
ადვოკატების ვალდებულება (ADVOCATE MANDATE)
- ადვოკატები შეიმუშავებენ ისეთ პროგრამას, რომელიც მორგებულია მათი სკოლის საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებზე. მოწოდებული ადვოკატის ინსტრუმენტარიუმის, გაკვეთილის გეგმებისა და სახელმძღვანელოს აქტივობების გამოყენებით, ადვოკატები განახორციელებენ გაკვეთილებს და აქტივობებს თავიანთ კლასში ან მთელ სასკოლო საზოგადოებაში, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს მდგრადი განვითარების შესახებ და შთააგონებს სხვებს მოქმედებისკენ.
- ადვოკატები ეტაპობრივად გაუზიარებენ თავიანთ საკლასო მოგზაურობას გლობალური სკოლების საზოგადოებას. მათ ასევე შეუძლიათ გაუზიარონ პროექტები და ინიციატივები თავიანთი სკოლის ხელმძღვანელობას, მშობლებსა და ფართო საზოგადოებას.




Comments
Post a Comment