Posts

Showing posts from June, 2024

eTwinning STEAM 2 დღიანი სემინარი

Image
 eTwinning STEAM 2 დღიანი სემინარი   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში შეირჩა ჩვენი სკოლა STEAM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად.  პროექტის  მიზანია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კეთებით სწავლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. STEAM მიმართულებით შექმნილი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა; პროექტი წაახალისებს სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობებს. 2024 წლის 24 და 25 ივნისს სსიპ ქ. ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში ჩატარდა STEAM eTwinning-ის ტრენინგი  თემაზე "STEAM-ის პროეტების დაგეგმა და მეთოდიკა", ტრენერები: დიმიტრი პოპოვი და თეა ღვინიანიძე.    თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, მონაწილე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ადგილზე შევქმენით სხვადასხვა მოდელები და ასევე ერთად დავგეგმეთ სამომავლო აქტივობები მორიგი eTwining პროეტისათვის.

British Council Facilitator Certificate

Image
2023  წლის ნოემბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით ვმუშაობდი ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა ონლაინ საზაოგადოების (Online Teacher Community OTC) ტრენინგ კურსის ფასილიტატორად.   როგორც ფასილიტატორი, მევალებოდა მასწავლებლების ტრენინგ კურსის ჩართულობის შემოწმება, ლაივ სესიების გაძღოლა, მათი გამხნევება და აქტიურობისკენ მოწოდება, როგორც ფორუმზე ასევე ლაივ სესიებზე  და მათი თვითრეფლექსიის ჟურნალების შემოწმება.   კურსის ბოლოს აქტიური მასწავლებლები, რომლებიც ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს შეასრულებდნენ, მიიღებდნენ კურსის დასრულების სერთიფიკატებს.  

English Book Education-ის პროექტის "Easter in Britain and America "გამარჯვებული კლასების დაჯილდოვება

Image
 English Book Education-ის პროექტის "Easter in Britain and America "გამარჯვებული 2ბ და 4გ კლასების დაჯილდოვება სერთიფიკატებით   პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ აღდგომასთან დაკავშირებულ ლექსიკას, ამერიკასა და ბრიტანეთში არსებულ სადღესასწაულო ტრადიციებს, შექმნეს საინფორმაციო პოსტერები, შეღებეს კვერცხები სხვადასხვა ფერის საღებავებით და, ბოლოს სკოლის ეზოში ითამაშეს კვერცხების ძებნა (Egg Hunt)