eTwinning-ის კონფერენცია “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში”
კონფერენცია “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში” #eTwinning 10 წლის 2023 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გაიმართა კონფერნეცია, რომელიც მიეძღვნა პროგრამა eTwinning-ის 10 წლის იუბილეს და 2023 წლის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის როლს განათლებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში ქართულად გამოიცა ევროსაბჭოს პუბლიკაცია „ხელოვნური ინტელექტი და განათლება - კრიტიკული ხედვა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პერსპექტივიდან“ , რომელიც კონფერენციაზე თავად ავტორმა , განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ექსპერტმა, გაერთიანებული სამეფოდან, ბ-ნმა ვეინ ჰოლმს მა წარადგინა. კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ევროპის საბჭოს ციფრული ტრანსფოპრმაციისა და ელექრონული სწავლების განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი აჰმედ მურატ კილიჩი. კონფერენცია ოფიციალურად გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერო...