Posts

Showing posts from October, 2024

English Book Education - Macmillan Education

Image
English Book Education - ის და Macmillan Education - ის ონლაინ კონფერენცია კონფერენციას წარუძღვენ მაკმილანის გამომცემლობის ტრენერები: Grzegorz Speiwak და Małgorzata Mróz. კონფერენციის სესიები : Empowering Young Minds: Integrating Global Citizenship and Emotional Learning in Primary Education - ამ სესიაში ისაუბრეს იმაზე რომ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალგაზრდა შემსწავლელთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ისინი გახდნენ ემოციურად ინტელექტუალური, კულტურულად გაცნობიერებული გლობალური მოქალაქეები. ასევე წარმოადგინეს სოციალური და ემოციური კომპეტენციების მნიშვნელობა, ადაპტაციის მეთოდები და სწავლის სტრატეგიები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ცნობისმოყვარეობის გაზრდას. How to make sense of global skills behind YOUR teenage classroom doors - ამ სესიაში, გაგვიზიარეს თანამედროვე, ტესტირებული აქტივობები, რომლებიც საინტერესოა მოზარდებისთვის. კონფერენციაში მონაწილეები დაგვაჯილდოვეს სერთიფიკატებით.

გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა

Image
 გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა Global Schools გლობალური სკოლების ფარგლებში, მენტორად ყოფნისას, მე და ჩემი შვეიცარიელი მენტორი კოლეგა, ჯეკი ვილიამსი, ვატარებთ ონლაინ შეხვედრებს ჩვენს სამიზნე ჯგუფთან. ჩვენ ვეხმარებით ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომ ჩაატარონ მდგრადი განვითარების 17 მიზანთან (SDGs) დაკავშირებული საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები. შეხვედრებისას განვიხილავთ, რომელი აქტივობები იყო წარმატებული, რომელზე შეხვდათ სირთულეები, რა გამოწვევები ჰქონდათ გაკვეთილის პროცესში და როგორ შეიძლება მათი გადალახვა. ონლაინ შეხვედრების გარდა, აქტიურად ვიყენებთ მეილს და WhatsApp ჯგუფს, რათა დავეხმაროთ ჯგუფს სხვადასხვა რესურსის და მეთოდების გაზიარებაში, რაც მათ გაკვეთილებს უფრო დინამიკურს და საინტერესო გახდის. მასწავლებლები, რომლებიც ჯგუფში არიან, აცნობენ მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება, გენდერული თანასწორობა და სხვა საკითხები, რომლებიც მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის.