Posts

Global Schools Program - November Mentor of the Month

Image
  გლობალური სკოლების პროგრამა Global Schools Program გლობალური სკოლების ფარგლებში გავხდი ნოემბრის თვის საუკეთესო მენტორი მასწავლებელი. შვედ თანა მენტორთან Jack Williams ერთად ვხვდებით ჩვენი ჯგუფის სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებს თვეში ერთხელ ონლაინ სესიების საშუალებით. ასევე გვაქვს Whatsapp ჯგუფი ჩვენი ჯგუფის ადვოკატ მასწავლებლებთან. ონლაინ სესიებით, Whatsapp ჯგუფითა და მეილით კომუნიკაციისას ადვოკატები გვიზიარებებ  მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილების შესახებ ინფორმაციებს,  წარმატებებსა და გამოწვევებს. ჩვენ, როგორც მენტორები ვთავაზობთ მხარდაჭერას, დისკუსიებს მათ გამოწვევებზე, თანამშრომლობასა და მომავალი ჩასატარებელი გაკვეთილების თემებსა თუ იდეებს.    GSP November Mentors of the Month

Code Week - The power of apple

Image
  Code Week Activity The Power of Apple   5 გ კლასის მოსწავლეები ჩართულები არიან eTwinning-ის პროექტში სახელწოდებით " The Power of Apple". Code Week -ის კვირეულის  ფარგლებში  მოსწავლეებმა  იმუშავეს ჯგუფებად,სადაც  ჩემს მიერ წინასწარ შექმნილი რებუსების გამოცნობაზე იმუშავეს. რებუსები დაკავშირებული იყო ითვინინგის პროექტის სახელწოდებასთან " The Power of Apple ". მოსწავლეებმა გამოიცნეს რებუსის მიღმა დამალული გამონათქვამი. რებუსი წარმოდგენილი იყო  სურათების, სიმბოლოების და ასოების გამოყენებით. ამ აქტივობამ მოსწავლეებს უბიძგა შემოქმედებითად ეფიქრათ და ფარული გზავნილი "გაეშიფრად" თემაზე "ვაშლების ძალა".   ეს  არის საუკეთესო  საშუალება პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა და ენის უნარების განვითარების.  მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით  EU Code Week   და ელექტრინულად გადაეცათ.

English Book Education - Macmillan Education

Image
English Book Education - ის და Macmillan Education - ის ონლაინ კონფერენცია კონფერენციას წარუძღვენ მაკმილანის გამომცემლობის ტრენერები: Grzegorz Speiwak და Małgorzata Mróz. კონფერენციის სესიები : Empowering Young Minds: Integrating Global Citizenship and Emotional Learning in Primary Education - ამ სესიაში ისაუბრეს იმაზე რომ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალგაზრდა შემსწავლელთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ისინი გახდნენ ემოციურად ინტელექტუალური, კულტურულად გაცნობიერებული გლობალური მოქალაქეები. ასევე წარმოადგინეს სოციალური და ემოციური კომპეტენციების მნიშვნელობა, ადაპტაციის მეთოდები და სწავლის სტრატეგიები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ცნობისმოყვარეობის გაზრდას. How to make sense of global skills behind YOUR teenage classroom doors - ამ სესიაში, გაგვიზიარეს თანამედროვე, ტესტირებული აქტივობები, რომლებიც საინტერესოა მოზარდებისთვის. კონფერენციაში მონაწილეები დაგვაჯილდოვეს სერთიფიკატებით.

გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა

Image
 გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა Global Schools გლობალური სკოლების ფარგლებში, მენტორად ყოფნისას, მე და ჩემი შვეიცარიელი მენტორი კოლეგა, ჯეკი ვილიამსი, ვატარებთ ონლაინ შეხვედრებს ჩვენს სამიზნე ჯგუფთან. ჩვენ ვეხმარებით ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომ ჩაატარონ მდგრადი განვითარების 17 მიზანთან (SDGs) დაკავშირებული საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები. შეხვედრებისას განვიხილავთ, რომელი აქტივობები იყო წარმატებული, რომელზე შეხვდათ სირთულეები, რა გამოწვევები ჰქონდათ გაკვეთილის პროცესში და როგორ შეიძლება მათი გადალახვა. ონლაინ შეხვედრების გარდა, აქტიურად ვიყენებთ მეილს და WhatsApp ჯგუფს, რათა დავეხმაროთ ჯგუფს სხვადასხვა რესურსის და მეთოდების გაზიარებაში, რაც მათ გაკვეთილებს უფრო დინამიკურს და საინტერესო გახდის. მასწავლებლები, რომლებიც ჯგუფში არიან, აცნობენ მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება, გენდერული თანასწორობა და სხვა საკითხები, რომლებიც მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის.

eTwinning-ის 3 დღიანი საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში"

Image
საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში"   სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14 ქვეყნის წარმომადგენელი. ითვინინგმა მომცა შესაძლებლობა სემინარის ფარგლებში შევხვედროდი ჩემს ქართველ და ევროპელ კოლეგებს, შესანიშნავ პედაგოგებს და პროფესიონალებს, გამეზიარებინა მათი გამოცდილება. სამდღიანი სემინარის ფარგლებში ჩვენ დავგეგმეთ და ინიცირება მოვახდინეთ ითვინინგის პლატფორმაზე 2024-2025 აკადემიური წლის პროექტების. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო მაღალ დონეზე ჩატარებული ვორქშოფები, კულტურული ტური ძველ თბილისში და გალა საღამო, რომელიც დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ქართველ და ევროპელ მასწავლებლებს.

eTwinning STEAM 2 დღიანი სემინარი

Image
 eTwinning STEAM 2 დღიანი სემინარი   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში შეირჩა ჩვენი სკოლა STEAM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად.  პროექტის  მიზანია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კეთებით სწავლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. STEAM მიმართულებით შექმნილი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა; პროექტი წაახალისებს სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობებს. 2024 წლის 24 და 25 ივნისს სსიპ ქ. ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში ჩატარდა STEAM eTwinning-ის ტრენინგი  თემაზე "STEAM-ის პროეტების დაგეგმა და მეთოდიკა", ტრენერები: დიმიტრი პოპოვი და თეა ღვინიანიძე.    თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, მონაწილე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ადგილზე შევქმენით სხვადასხვა მოდელები და ასევე ერთად დავგეგმეთ სამომავლო აქტივობები მორიგი eTwining პროეტისათვის.

British Council Facilitator Certificate

Image
2023  წლის ნოემბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით ვმუშაობდი ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა ონლაინ საზაოგადოების (Online Teacher Community OTC) ტრენინგ კურსის ფასილიტატორად.   როგორც ფასილიტატორი, მევალებოდა მასწავლებლების ტრენინგ კურსის ჩართულობის შემოწმება, ლაივ სესიების გაძღოლა, მათი გამხნევება და აქტიურობისკენ მოწოდება, როგორც ფორუმზე ასევე ლაივ სესიებზე  და მათი თვითრეფლექსიის ჟურნალების შემოწმება.   კურსის ბოლოს აქტიური მასწავლებლები, რომლებიც ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს შეასრულებდნენ, მიიღებდნენ კურსის დასრულების სერთიფიკატებს.