გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა

 გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა


Global Schools


გლობალური სკოლების ფარგლებში, მენტორად ყოფნისას, მე და ჩემი შვეიცარიელი მენტორი კოლეგა, ჯეკი ვილიამსი, ვატარებთ ონლაინ შეხვედრებს ჩვენს სამიზნე ჯგუფთან. ჩვენ ვეხმარებით ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომ ჩაატარონ მდგრადი განვითარების 17 მიზანთან (SDGs) დაკავშირებული საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები. შეხვედრებისას განვიხილავთ, რომელი აქტივობები იყო წარმატებული, რომელზე შეხვდათ სირთულეები, რა გამოწვევები ჰქონდათ გაკვეთილის პროცესში და როგორ შეიძლება მათი გადალახვა. ონლაინ შეხვედრების გარდა, აქტიურად ვიყენებთ მეილს და WhatsApp ჯგუფს, რათა დავეხმაროთ ჯგუფს სხვადასხვა რესურსის და მეთოდების გაზიარებაში, რაც მათ გაკვეთილებს უფრო დინამიკურს და საინტერესო გახდის. მასწავლებლები, რომლებიც ჯგუფში არიან, აცნობენ მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება, გენდერული თანასწორობა და სხვა საკითხები, რომლებიც მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის.



















Comments

Popular posts from this blog

გლობალური სკოლების პროგრამა (Global School Program)

British Council Facilitator Certificate