eTwinning-ის კონფერენცია “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში”

 კონფერენცია “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში”

#eTwinning 10 წლის

  2023 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გაიმართა კონფერნეცია, რომელიც მიეძღვნა პროგრამა eTwinning-ის 10 წლის იუბილეს და 2023 წლის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის როლს განათლებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში ქართულად გამოიცა ევროსაბჭოს პუბლიკაცია „ხელოვნური ინტელექტი და განათლება - კრიტიკული ხედვა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პერსპექტივიდან“, რომელიც კონფერენციაზე თავად ავტორმა , განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ექსპერტმა, გაერთიანებული სამეფოდან, ბ-ნმა ვეინ ჰოლმსმა წარადგინა.  


კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ევროპის საბჭოს ციფრული ტრანსფოპრმაციისა და ელექრონული სწავლების განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი აჰმედ მურატ კილიჩი. კონფერენცია ოფიციალურად გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა,  ბერიკა შუკაკიძემ და eTwinnig-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ხატია მატკავამ.
 კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა წარმატებული სკოლებისა და მასწავლებლების დაჯილდოება  თანამშრომლობისათვის, მათ შორის ჩვენი სკოლაც.

კონფერენციას ესწრებოდა 140 მონაწილე, მათ შირის, მასწავლებლები, განათლების ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი. კონფერენციაზე, ასევე, მოწვეულები იყვნენ ჩვენი და სხვა სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტების გამოფენაში.


Comments

Popular posts from this blog

გლობალური სკოლების პროგრამა (Global School Program)

British Council Facilitator Certificate

გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა