სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით (CTEL)

  




სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის 

გამოყენებით (CTEL)


CTEL Certificate

CTEL-ის მეთოდოლოგიის შემსწავლელ პროგრამაში ჩართვით („სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“)  შევისწავლე ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდები და მიდგომები სამოქალაქო განათლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებლებთან ერთად, რათა შემდგომში მოსწავლეებისთვის დემოკრატიული კომპეტენციები და ასევე ინგლისური ენა და ტექნოლოგიები, გამოცდილებაზე დაყრდნობით გვესწავლებინა. პროექტს ახორციელებდა PH International-ის საქართველოს ოფისი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. მასწავლებლები ერთად ვამუშავებდით ინსტრუქციებზე  დაფუძნებულ სწავლების მეთოდებსა და გაკვეთილებს, რომლებიც სამივე სფეროს სასწავლო მიზნებს ითვალისწინებდა. ყოველი ვორკშოპის დასრულების შემდეგ, მასწავლებლები ერთად დამუშავებული საგაკვეთილო გეგმის მიხედვით ვატარებდით ინტეგრირებულ ღია გაკვეთილებს და ვისმენდით უკუკავშირს მენტორისგან.  პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებმა გავიარეთ მოდული და ყოველი მოდულის შემდეგ ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი სხვადასხვა საინტერესო თემაზე.  რეფლექსია, ვორკშოპების ციკლის უმნიშნვნელოვანესი ნაწილი იყო, რათა მასწავლებლებს მეტად გაგვეუმჯობესებინა ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდები. წლის ბოლოს მონაწილეობა მივიღეთ კონფერენციაში, სადაც წარმოვადგინეთ წარმოვადგინეთ დემო გაკვეთილი თემაზე " სახელმწიფოს მმართვის სისტემები". კონფერენციაზე მასწავლებლებმა ვაჩვენეთ ინტეგრირებულისახალისოინტერაქციულიტექნოლოგიებსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სხვადასხვა საინტერესო აქტივობებიმასწავლებლების პრეზენტაციები იყო საინტერესო, თანმიმდევრული, შინაარსიანი, მრავალფეროვანიინფორმაციულივიზუალურად მომხიბვლელად გაფორმებული და ადვილად დასამახსოვრებელიმასწავლებლებმა კონფერენციაზე ასევე წარვადგინეთ ახალი ონლაინ ინსტრუმენტი "Thinglink"-რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინტერაქციული სურათების შექმნარაც ხელს უწყობს როგორც ინტეგრირებულ, ასევე პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა აქტივობის შესრულებაში. დაისვა შეკითხვები წარდგენილ თემასთან დაკავშირებით, ყველა შეკითხვაზე ამომწურავად იყო პასუხი გაცემული.

  პროგრამის ფარგლებში დავეუფლე:

  • ინგლისური ენის გამოყენებით, სამოქალაქო განათლებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებული გაკვეთილის მეთოდოლოგიას;
  • ასევე კონტექსტზე დაფუძნებული ინსტრუქციებისა და ინტეგრირებული გაკვეთილებისთვის, გუნდური მუშაობის პრინციპით, ამოცანების ჩამოყალიბებასა და  ახალი მიდგომების განხორციელებისას ერთმანეთის დახმარებას;
  • საგაკვეთილო გეგმების დამუშავებას, უკუკავშირს მოსმენას და კოლეგებისგან უკუკავშირის საფუძველზე გაკვეთილის გეგმების ახალი იდეებით გამდიდრებას;
  • სკოლის კოლეგებისთვის ახალ მიდგომებისა და საგაკვეთილო გეგმების გაზიარება;

 ავიმაღლე ცოდნა და მივიღე პრაქტიკა შემდეგი კონკრეტული  მიმართულებებით: 

• სამოქალაქო განათლების, ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის გაკვეთილებზე სწავლასწავლების დროს, ინტეგრირებული მიდგომებისა და კონტექსტზე დაფუძნებული 
ინსტრუქციების შერწყმა, აგრეთვე გეგმების შემუშავება ჯგუფებში;
• მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება, საგაკვეთილო მიზნების 
 მისაღწევად; 
• კლასის მართვა აქტიური და კოლაბორაციული სწავლების სტრატეგიების გამოყენებით;
• „სკაფოლდინგი“ (ხარაჩოს პრინციპით შესრულებული აქტივობები და მასალები) რათა 
 მიღწეული იქნას საგაკვეთილო ამოცანები;
• ისეთ საგაკვეთილო ამოცამების დასახვა, რომელიც შინნარსობრივ და ასევე ენის 
 სწავლების მიზნებსაც ემსახურება;
• საგაკვეთილო ამოცანებისა და აქტივობების შესაბამისი მასალების შექმნა; 
• შეფასების მეთოდების დამუშავება და გამოყენება, რათა მონაცემებზე დაყრდნობით 
 წარიმართოს სწავლების პროცესი;
• გავრცელების მეთოდების შექმნა, მასალების კოლეგებისათვის გაზიარების მიზნით

Comments

Popular posts from this blog

გლობალური სკოლების პროგრამა (Global School Program)

British Council Facilitator Certificate

გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა