British Council Georgia (OTC)

                 










აქტიურად ვმონაწილეობ ბრიტანეთის საბჭო საქართველოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მასწავლებელთა საზოგადოების (OTC) პროგრამაში. 2022 წლიდან დღემდე ჩართული ვარ ამ პროგრამაში როგორც ფასილიტატორი. ამ პროგრამის ფარგლებში შევიძინე უამრავი უნარი, ცოდნა და გამოცდილება. ამ პროგრამამ ნამდვილად განავითარა ჩემი საგანმანათლებლო, პროფესიული, თანამშრომლობითი და ფასილიტატორის შესაძლებლობები.

ვფიქრობ, სტუდენტების წარმატების ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი სწავლების ხარისხია; ყველა მასწავლებელი მუდმივ განვითარებას უნდა ცდილოლბდეს. როდესაც მასწავლებლებს აქვთ წვდომა უწყვეტი სწავლის შესაძლებლობებსა და პროფესიული განვითარების რესურსებზე, ისინი უკეთ არიან მომზადებულები, რომ გახდნენ უკეთესი მასწავლებლები. ამიტომ ყოველთვის ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში. ამ პროგრამაში მონაწილეობა აძლიერებს ჩემს სწავლების უნარებს და პედაგოგიკას, რაც სარგებელს მოუტანს ჩემს სკოლასა და მოსწავლეებს. ეს არის ჩემი პროფესიული განვითარებისა და სხვა მასწავლებლებთან შემდგომი თანამშრომლობის საწყისი გზა. ამ პროგრამის ფარგლებში დავწერე რამდენიმე უკუკავშირის ჟურნალი ჩემს ჯგუფებში არსებული მასწავლებელთა ჩართულობის შესახებ , რომელიც ჩემთვის საინტერესო და რთული იყო. OTC პროექტის მოდული მოიცავს ოთხივე ენობრივ უნარს, რომლებიც სწავლის ტექნოლოგიებს ითვალისწინებს. ტექნოლოგიების გამოყენება ყოველთვის ხელს უწყობს მოსწავლეებს, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. პროგრამის ფარგლებში ასევე შვეეხეთ ენის სწავლების გარემოსდაცვით საკითხებს, რომლის მიზანი იყო მსოფლიოში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამ პროგრამის განმავლობაში ასევე ვსწავლობ და ვეცნობი სწავლების სხვადასხვა მეთოდს, რომელიც სასარგებლო არის ჩემი მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით ციფრული ხელსაწყოები ოთხივე უნარისთვის, როგორიცაა ბლოგების წერა, პოდკასტი, საკუთარი აუდიო შინაარსის შექმნა და სხვა. ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. მე უკვე დავნერგე ეს ახალი ინსტრუმენტები ყოველდღიურ სასწავლო პროცესში. ეს პროგრამა ყოველთვის ეხება ყველა მნიშვნელოვან თემას, რომელიც ნამდვილად აქტუალურია დღეს.





რიტანეთის საბჭო საქართველოს (British Council Georgia) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია


English Language Teaching and Assessment Conference


  კონფერენციაზე საქართველოს განათლების მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს მასწავლებლის როლზე, სწავლების მეთოდებსა და შეფასების სისტემაზე.













Comments

Popular posts from this blog

გლობალური სკოლების პროგრამა (Global School Program)

British Council Facilitator Certificate

გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა