ინგლისური ენის მასწავლებელი

ავტობიოგრაფია

   მე, ეკატერინე არველაძე დავიბადე 1986 წლის 18 თებერვალს, ქ. ქუთაისში. დავამთავრე აკ. წერეთლის სახელობის N-1 საჯარო სკოლა და სწავლა განვაგრძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე 2008 წელს.   ვფლობ, როგორც ბაკალავრის ასევე  მაგისტრის ხარისხს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში. 2019 წელს  ჩავაბარე ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე შეპირისპირებითი ლინგვისტიკის მიმართულებით, რომელიც წარმატებით დავამთავრე 2024 წლის სექტემბერს.  ჩაბარებული მაქვს ინგლისური ენის გამოცდა, ასევე გავიარე 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მოდული: ინგლისური ენა - დაწყებითი, საბაზო და საშაულო საფეხური). წარმატებით გავიარე კემბრიჯის ტესტები სამ მოდულში TKT ( Teaching Knowledge Test). ასევე აღებული მაქვს ინგლისური ენის სწავლების  საერთაშიროსი სერთიფიკატი TEFL/TESOL Teacher Training. 2022 წელს გავიარე ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული 1 წლიანი პროგრამა „სამოქალაქო განათლებისა და ტექნოლოგიების შესწავლა ინგლისური ენის გამოყენებით“ („Civic and Tech Through English Language (CTEL) Program“), რომელიც იყო 49 საათიანი ინტეგრირებული სწავლების კურსი. ამავდროულად 2022 წლიდან დღემდე ვარ ფასილიტატორი ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ პროექტში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება“ - Online Teacher Community Facilitator - “Teaching for success continuing professional development“. ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობდი და ახლაც ჩართული ვარ eTwinning-ის რამოდენიმე პროექტში, სადაც მიღებული მაქვს როგორც ეროვნული ხარისხის ასევე საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატები. აღნიშნულ პროექტებში მოსწავლეები დიდი სიხარულითა და მოტივაციით ერთვებიან. 2023 წლის აგვისტოში გავხდი  გლობალური სკოლის ადვოკატი (Global School Advocate), რომლის ფარგლებშიც მევალებოდა მდგრადი განვითარების 17 მიზნის დეტალური გაცნობა სკოლის საზოგადოებისათვის, მდგრადი განვითარების 17 მიზნებთან დაკავშირებული გაკვეთილების ჩატარება, რათა მოსწავლეებს აუმაღლო ცნობიერება  და გავხაოდი ისინი გლობალური მოქალაქეები. 2024 წლის სექტებრიდან კი ამავე პროექტის ფარგლებში გავხდი მენტორი მასწავლებელი და Global School-ის მასწავლებლეს ვთავაზობთ მხარდაჭერას, დისკუსიებს მათ გამოწვევებზე, თანამშრომლობასა და მომავალი ჩასატარებელი გაკვეთილების თემებსამასთანავე ვარ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი  პროფკავშირი (სპმთპ) წევრი მასწავლებელი და აქტიურად ვმონაწილეობ მათ მიერ დაგეგმილ კონფერენციებსა და ტრენინგებში. 2022 წლიდან სისტემატიურად მაქვს გამოქვეყნებული სტატიები რეფერირებად ჟურნალებში და მონაწილეობას ვიღებ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

     2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ვმუშაობდი სს პრივატბანკსა და სს საქართველოს ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე, როგორიცაა: იურიდიული მომსახურების ოპერატორი, უფროსი ფინანუსური მენეჯერი, უნივერსალური ბანკირი, ასევე ვიყავი რეგიონალური მენეჯერის მოვალეობის შემსრულებული. 2019 წლიდან ვმუშაობ საგანმანათლებლო სექტორში. თავდაპირველად ვმუშაობდი შპს N 1 სკოლაში, ხოლო დღემდე ვმუშაობ სსიპ ქ. ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად.

     ჩემი პროფესია, როგორც მასწავლებლის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც გავლენას ახდენს მომავალი თაობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. მუდმივად ვიღებ გამოწვევებს და ვაღწევ ახალ სიმაღლეებს ჩემი სწავლა-სწავლების პროცესში.

 

 

 

 

ინგლისურად

 

 

I was born on February 18, 1986, in Kutaisi, Georgia. My academic journey began at Tsereteli Public School No. 1, after which I pursued higher education at Akaki Tsereteli State University. I graduated in 2008, earning both a Bachelor’s and a Master’s degree in English Language and Literature. Most recently, in 2024, I completed my doctoral studies at the Faculty of Philological Sciences, specializing in comparative linguistics.

To further hone my teaching skills, I have achieved several professional certifications. I passed the English Language Test and completed the 60-credit Teacher Training Program, with modules covering elementary, basic, and secondary English. Additionally, I successfully passed the Cambridge Teaching Knowledge Test (TKT) in three modules and hold an international TEFL/TESOL Teacher Training certificate. In 2022, I completed the one-year Civic and Tech Through English Language (CTEL) Program, a 49-hour integrated course sponsored by the American Embassy. From 2022 onward, I have also served as a facilitator in the “Online Teacher Community Facilitator” program, “Teaching for Success: Continuing Professional Development,” organized by the British Council.

I am an active participant in eTwinning projects, consistently involving my students with enthusiasm and dedication. Our work in these projects has been recognized nationally and internationally, earning us several quality markers. In August 2023, I became a Global Schools Advocate, introducing the 17 Sustainable Development Goals (SDGs) to the school community and conducting SDG-themed lessons aimed at fostering global citizenship among my students. In 2024, I advanced to a mentor role within the same program, guiding others in this impactful work.

My teaching career formally began in 2015 at LLC School No. 1, and I currently teach English at N31 Public School in Kutaisi. In my role, I am committed to inspiring a love for the English language in my students and encouraging their academic and personal growth.

I am also a proud member of the Free Trade Union of Teachers and Scientists of Georgia, where I actively participate in conferences and training sessions.

As a dedicated educator and lifelong learner, I am constantly seeking opportunities to develop my professional skills. I regularly publish articles in refereed journals and present at conferences and symposiums to contribute to the academic field. Through my work, I strive to instill in my students a sense of global responsibility, environmental awareness, and appreciation for lifelong learning.

 

 

  

 


Comments

Popular posts from this blog

გლობალური სკოლების პროგრამა (Global School Program)

British Council Facilitator Certificate

გლობალური სკოლების მენტორების შეხვედრა